დავით კირკიტაძის დაკავება

კირკიტაძე ბრალზე: ეს იმ ქვეყნების სტანდარტია, რომელში ცხოვრებაც მე არ მინდა

როდესაც პოლიცია მოვა და უკანონო ქმედებას ჩაიდენს, მას წინააღმდეგობა არ უნდა გაუწიო. ესეც სტანდარტია, ოღონდ, ეს არის სტანდარტი ჩრდილოეთ კორეის, რუსეთის და იმ ქვეყნების, რომელშიც ცხოვრება მე არ მინდა და არ უნდა იმ ადამიანებს, რომლებიც ერთი რიგის იქეთ სხედან [ოპოზიციის ლიდერები]. შეხედეთ სახეებზე, მე იმ საქართველოში მინდა. 

ახლა რაც შეეხება პოლიციას, 1 საათით ადრე გომბორზე მე ჩემი კუთვნილი ავტომობილით გავჩერდი, რადგან თბილისიდან თელავამდე უმოკლესი გზა არის გომბორის გზა. მივედი საპატრულო პოლიციის თანამშრომელთან და ეს კადრებშიც ჩანს, მათ ცივილურად მიმითითეს, რომ გურჯაანის გავლით არის მოძრაობა შესაძლებელი, დავემორჩილე მათ და წამოვედი გურჯაანის მიმართულებით, როგორც მთელი ჩვენი კოლონა. ხოლო, როდესაც მოვედით იქ, იმ ადგილზე, ველისციხეში, იქ რაც დაგვხვდა, ეს იყო სრული უკანონობა, კანონდარღვევა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, დავით კირკიტაძის, სიტყვა სასამართლო პროცესზე. კირკიტაძე 17 დეკემბერს კახეთში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. საქმე ეხება 16 დეკემბერს ინაუგურაციის პარალელურად გურჯაანის რაიონ სოფელ ველისციხეში პოლიციელებსა და გაერთიანებას "ძალა ერთობაშია" შორის მომხდარ დაპირისპირებას, რომელშიც კირკიტაძეც მონაწილეობდა. ენმ-ის რეგინულ ლიდერს აღკვეთის ღონისძიების სახით დღეს პატიმრობა შეეფარდა

კომენტარები