დონალდ ტრამპი Twitter-ზე

ტრამპი ყოფილ სახ. მდივანზე: ტილერსონი ღრმად სულელი და ჯოჯოხეთურად ზარმაცი იყო

Fortune

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე ყოფილი სახელმწიფო მდივნის, რექს ტილერსონის, განცხადებებს გამოეხმაურა. 

"მაიკ პომპეო დიდებულად მუშაობს, ძალიან ვამაყობ მისით. მის წინამორბედს, რექს ტილერსონს, საკმარისი გონებრივი რესურსი არ გააჩნდა. ის ღრმად სულელი იყო და ვერ მოვახერხე, რომ საკმარისად სწრაფად მომეშორებინა. ჯოჯოხეთურად ზარმაცი იყო. ახლა სულ სხვა თამაშია, სახელმწიფო დეპარტამენტში შესანიშნავი სულისკვეთებაა,"- წერს აშშ-ის პრეზიდენტი. 

ტრამპის მიერ მსგავს შეფასებას წინ უძღოდა ტილერსონის განცხადება CBS-ის ეთერში, სადაც ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ "ტრამპი უდისციპლინო ადამიანია და მას კითხვა არ უყვარს". ამასთან, ტილერსონმა ბობ შიფერთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ თანამდებობაზე ყოფნისას ტრამპი მას არალეგალური იდეების გატარებას სთავაზობდა. 

დონალდ ტრამპმა რექს ტილერსონი სახელმწიფო მდივნის თანამდებობიდან 13 მარტს გაათავისუფლა და მის ნაცვლად მაიკ პომპეო დანიშნა. მაშინ პრეზიდენტმა ტრამპმა ტილერსონს შესრულებული სამუშაოსთვის მადლობაც კი გადაუხადა. 

კომენტარები