დონალდ ტრამპი Twitter-ზე

ტრამპმა ტერეზა მეისადმი მიწერილ Tweet-ში შემთხვევით სხვა ქალი მონიშნა

vanityfair

დონალდ ტრამპი ტერეზა მეის კრიტიკას გამოეხმაურა, თუმცა შემთხვევით Twitter-ზე არასწორი ანგარიში მონიშნა, რომელსაც მხოლოდ 6 მიმდევარი ჰყავს.

აშშ-ის პრეზიდენტმა Tweet-ი მალევე წაშალა. ხელახლა გამოქვეყნებულ Tweet-ში უკვე ბრიტანეთის პრემიერმინისტრია მონიშნული.

"ჩემზე ნუ ფოკუსირდები, ფოკუსირდი დესტრუქციულ რადიკალურ ისლამურ ტერორიზმზე რომელიც გაერთიანებულ სამეფოში ხდება."

ტრამპის რეაქცია ტერეზა მეის წარმომადგენლის განცხადებას მოჰყვა. მან ტრამპის მიერ ბრიტანული ულტრა-მემარჯვენე ჯგუფის მიერ ატვირთული ვიდეოების გაზიარებისათვის გააკრიტიკა და თქვა, რომ პრეზიდენტის მხრიდან არასწორი საქციელი იყო.

ტრამპის მიერ გაზიარებული ვიდეოებიდან ერთი ულტრა-მემარჯვენე ჯგუფის მტკიცებით მუსლიმ მიგრანტს ასახავს, რომელიც თავს დაესხა ახალგაზრდა ჰოლანდიელ მამაკაცს. ვაშინგტონში ჰოლანდიის საელჩომ განაცხადა, რომ თავდამსხმელი მიგრანტი არ არის და ის ჰოლნადიაში დაიბადა და გაიზარდა.

მეორე ვიდეო სავარაუდოდ სირიაშია გადაღებული, რადგან მამაკაცი, რომელიც ღვთისმშობლის ქანდაკებას ამსხვრევს ამბობს, რომ ლევანტში ალაჰის გარდა არავის ეთაყვანებიან. ვიდეო YouYube-ზე პირველად 2013 წელს აიტვირთა.

მესამე ვიდეო ეგვიპტეში 2013 წელს მიმდინარე არეულობის დროს ალექსანდრიაშია გადაღებული და მასზე ჩანს როგორ აგდებენ მამაკაცს შენობის სახურავიდან. 2015 წელს ქმედებაში მონაწილე პირები გაასამართლეს და ერთ-ერთი მათგანი სიკვდილით დასაჯეს.

კომენტარები