დონალდ ტრამპი

ტრამპი პარიზის აქციებზე: მიხარია, რომ მაკრონმა მიაღწია იმ დასკვნას, რასაც მე 2 წლის წინ

ემანუელ მაკრონი და დონალდ ტრამპი
Getty

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საკუთარ Twitter-ზე საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა:

"მოხარული ვარ, რომ ჩემმა მეგობარმა ემანუელ მაკრონმა და პარიზელმა მომიტინგეებმა მიაღწიეს იმ დასკვნას, რასაც მე ორი წლის წინ მივაღწიე. პარიზის შეთანხმება საბედისწეროდ ხარვეზიანია იმიტომ, რომ პასუხისმგებიან ქვეყნებს ენერგიაზე გადასახადებს უზრდის და ყველაზე საშინელ დამბინძურებლებს ხელს აფარებს. მე მინდა სუფთა ჰაერი და სუფთა წყალი და დიდი ნაბიჯების გადადგმა ამერიკის გარემოს გასაუმჯობესებლად. მაგრამ ამერიკელმა გადასახადების გადამხდელებმა და ამერიკელმა მშრომელებმა სხვა ქვეყნების დაბინძურებების გამო არ უნდა გადაიხადონ." დაწერა მან.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის პრემიერმინისტრის, ედუარდ ფილიპის თქმით, საწვავზე გადასახადების ზრდის პროექტი 6 თვით გადაიდო.

ემანუელ მაკრონი პროექტს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის ფარგლებში აქტიურად უჭერდა მხარს, თუმცა მას საზოგადოების უკმაყოფილება მოჰყვა. "ყვითელი ჟილეტების" აქციები საფრანგეთში სამი კვირის წინ დაიწყო. მომიტინგეები საწვავზე გადასახადების გაზრდას აპროტესტებდნენ, თუმცა შემდეგ ის ანტი-სამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა.

აშშ-მა პარიზის კლიმატის ცვლილების შეთანხმება დონალდ ტრამპის მიერ პრეზიდენტის პოსტის დაკავების შემდეგ დატოვა. ტრამპს მიაჩნია, რომ შეთანხმება უსამართლოა და ზიანის მომტანია ხოლო კლიმატის მკვლევარ მეცნიერებს პოლიტიკური მოტივები აქვთ, როდესაც გლობალურ დათბობაზე პასუხისმგებლობას კაცობრიობას აკისრებენ.

კომენტარები