არჩვენები 2018

ვაშაძე: ზურაბიშვილს დასაწყისშივე ადებენ არტახებს და პირში ჩვარს უჩურთავენ

ყველაფერს აკეთებს ეს ე.წ, ხელისუფლება, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი დააკნინოს და რაც ყველაზე საინტერესოა, მათთვის მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება ამ პოსტზე. მთავარია, რომ სახელმწიფოსი არ იყოს კონტროლისა და ბალანსის არცერთი მექანიზმი, რომ არც ერთმა თანამდებობის პირმა, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ამტკიცებენ,რომ საქართველოს მოქალაქეებმა ეს ქალბატონი აირჩიეს,რასაც ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით.

მაგრამ  ამ ადამიანსაც კი აყენებენ შეურაცხყოფას, დასაწყისშივე ადებენ არტახებს და პირში ჩვარს უჩურთავენ, რომ არ გაბედოს და ხმა არ ამოიღოს

ასე ეხმაურება გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს, რომლის მიხედვით, საქართველოს ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება წელიწადში თითქმის 4 მილიონი ლარით მცირდება.

კომენტარები