არჩვენები 2018

ბესელია: რა დიალოგი უნდა ვაწარმოოთ ადამიანთან, რომელიც არის სააკაშვილის ხელის ბიჭი

რა დიალოგი უნდა ვაწარმოოთ რუსეთის მსახურთან, ადამიანთან[გრიგოლ ვაშაძე], რომელმაც გადაწყვიტა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას მიაყენოს შეურაცხყოფა, რომელიც არის სააკაშვილის ხელის ბიჭი, რომელიც არის რუსეთის ინტერესების გამტარებელი. რა დიალოგი შეიძლება ამ ადამიანებთან ვაწარმოოთ? დიალოგი გვექნება მოსახლეობასთან მუდმივ რეჟიმში და იმის გამოც, მეორე ტურში ფეხ-ფეხზე დადგა მთელი ქვეყანა და მართლაც გადაწყვიტეს, რომ კიდევ ერთხელ ქვეყნის მომავლისთვის მიეცათ ხმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია. დღეს პარლამენტის შენობის წინ გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ თქვა, რომ გაერთიანებული ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით სარჩელს სასამართლოში შეიტანს. მისი თქმით, პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად "გაერთიანებული ოპოზიცია" ხელისუფლებას ვადას 16 დეკემბრამდე აძლევს, რათა მათ სამუშაო ჯგუფი შექმნან. აქციაზე ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Skype-ით ჩაერთო და მოსახლეობას უთხრა, რომ როგორც კი დაუძახებენ, მაშინვე მათ გვერდით გაჩნდება.

კომენტარები