არჩვენები 2018

ზურაბიშვილი კამპანიას დიდი ჯიხაიშიდან, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმიდან იწყებს

საქართველოს პარლამენტი

დღეს, 16 აგვისტოს, საპრეზიდენტო კამპანიას ოფიციალურად დაიწყებს დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი. 15:00-ზე პრეზიდენტობის კანდიდატი კამპანიას ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმიდან, დიდი ჯიხაიშიდან, დაიწყებს.

"ყველა ჩვენი მხარდამჭერი თბილისსა და რეგიონებში ხელმოწერების მოგროვებას იწყებს. მეც ვივლი ადგილებში, სადაც ხალხმრავლობაა, რათა ხელმოწერების შეგროვებაში დავეხმარო. ჩემს ოფიციალურ კამპანიას კამპანიას დიდი ჯიხაიშიდან ვიწყებ, სადაც, ბევრმა უნდა იცოდეს, არის ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი. მიმაჩნია, რომ სწორედ იქიდან უნდა დავიწყო ჩემი კამპანია და იქედან განვაცხადო, რა იქნება ჩემი ხედვა,"- ამბობს ზურაბიშვილი. 

სალომე ზურაბიშვილის მიერ ჩამოყალიბებულ საინიციატივო ჯგუფში 12 პირი შედის, მათ შორის არიან რეჟისორი თემურ ბაბლუანი, ისტორიკოსი გიორგი კალანდია და მოდელი თაკო ჩხეიძე.

ზურაბიშვილმა დაგეგმილი ღონისძიების შესახებ საკუთარ facebook-ზეც დაწერა.

კომენტარები