ამ დღეებში ვუყურებ ქოცების მიერ ორგანიზებულ "პატრიოტთა ალიანსის" აქციების პირდაპირ ტრანსლიაციებს რუსეთის სახელმწიფო არხზე და აი რას ვფიქრობ:
ყველას, ვინც 2007 წელს გულით მონაწილეობდა პროტესტებში, ჩემი სიტყვები - "სულს ამოგხდით", მითუმეტეს, კონტექსტიდან ამოჭრილი, უმრავალჯერადესად ტრანსრილებური, საშინლად მოხვდა ყურში და დაამახსოვრდა. თითოეულ მათგანს ბოდიშს ვუხდი. რაღა თქმა უნდა, ეს სიტყვები მათ არ ეხებოდათ. შეგახსენებთ მთლიან ფრაზას:
"არ გაგივათ ეს რევანში, რუსული დროშები არ იფრიალებს რუსთაველზე. ჩვენ რუსთაველსაც დავიცავთ, ქალაქსაც დავიცავთ და ქვეყანასაც დავიცავთ. სულს ამოგხდით მაგისთვის".
მე იმ ადამიანებს მივმართავდი, რომლებიც სეჩინსა და ფსბ-ს ექვს გენერალთან ერთად ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან შეტევას აწარმოებდნენ... ეს ვიცი ნამდვილად.
ახლა სხვანაირად ვიტყვი - ჩემი საკუთარი სულის ამოხდამდე ვიბრძოლებ და რუსეთის დროშა არც რუსთაველზე, არც თბილისში, არც საქართველოში არ იფრიალებს.





