თბილისში ენმ-ის საწინააღმდეგო ახალი ბილბორდი გამოჩნდა.
"ირჩევ ვაშაძეს? - იღებ მერაბიშვილს, ახალაიას, სააკაშვილს, ვაშაძეს" - გვეუბნება ბილბორდი.
სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ნაციონალური მოძრაობის მოქმედი და ყოფილი წევრების საწინააღმდეგო ბანერი რამდენიმე დღის წინაც გამოჩნდა.

ფოტო: სალომე ბარკერი
თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ეს ბილბორდები კერძო სექტორმა გააკრა, თბილისის მერია კი მათ ტექნიკური პრობლემის მოგვარებაში დაეხმარა.





