არჩევნები 2018

კახაძე: იმედია, მეორე ტურისთვის ჩვენ უფრო ორგანიზებულად დავირაზმებით

ეს შუალედური არჩევნებია და აქტიურობა შედარებით ნაკლებია. იმედი მაქვს, რომ მეორე ტურისათვის ჩვენ უფრო ორგანიზებულად დავირაზმებით და ის აღებული შედეგი იქნება გაორმაგებული. იქნება სასურველი შედეგი იმისათვის, რომ თქვენი წარმომადგენელი იგულოთ პარლამენტში. ქართული ოცნება ერთადერთი ძალაა, რომელიც არსებული გამოწვევების პირობებში რეალურად ხედავს გამოსავლის გზებს და სტაბილურობის შენარჩუნების გზაზე ცდილობს მდგომარეობიდან გამოსავლის საუკეთესო ვარიანტის ძიებასა და შეთავაზებას.

თქვა ქართული ოცნების მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ლადო კახაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები