ცოტა ხნის წინ, ედ შირანი Heat World-თან ინტერვიუში ტვიტერზე მასთან დაკავშირებულ პოსტებს კითხულობდა.
ერთ-ერთი პოსტი ასეთი იყო: "მინდა BTS x ედ შერენი, მაგრამ ეს როდის მოხდება".
მომღრალმა უპასუხა: "სხვათაშორის, მე უკვე დავწერე სიმღერა, რომელიც შესაძლოა შეასრულონ. არ ვიცი... მე მართლა მომწონს ბითიესი, შესანიშნავები არიან".
როდესაც ბითიესის ბოლო ალბომი Love Yourself და სიმღერა Idol გავრცელდა, ედმა ინსტაგრამ სთორიში დაწერა: "ვულოცავ ბითიესს, რომელსაც ალბათ გასაოცარი კვირა აქვს. მაგარი ალბომია. x".
BTS შვიდი წევრისგან შედგება (RM, JIN, SUGA, J-HOPE, JIMIN, V, JUNGKOOK). ჯგუფი კომპანია Big Hit Entertainment-მა დააარსა. მისი დებიუტი 2013 წლის 12 ივნისს შედგა, სიმღერით "No More Dream".
ბითიესი ქეიპოპის ისტორიაში პირველი კოლექტივი გახდა, რომელმაც Billboard Artist 100-ის პირველი პოზიციების დაკავება შეძლო, ხოლო სიმღერა Idol-მა იუთუბზე რეკორდი მოხსნა, მან 24 საათში 56 მილიონ ნახვაზე მეტი დააგროვა.