K POP

კორეული პოპ ჯგუფის, F(x)-ის ყოფილი წევრი და მსახიობი სოლი გარდაცვლილი იპოვეს

კორეული პოპ ჯგუფის, F(x)-ის წევრი, სოლი გარდაცვლილი იპოვეს. პოლიციამ ბიბისის უთხრა, რომ მომღერლის ცხედარი თავის სახლთან ახლოს, სეულში იპოვეს. 

მომხდარზე გამოძიება დაწყებულია, პოლიციელები თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობენ. 

ჯგუფი F(x) მან 2015 წელს დატოვა და სამსახიობო კარიერა გააგრძელა. 

ბევრის აზრით, კორეული პოპის სივრცე მან ონლაინ ბულინგის გამო დატოვა. როგორც ჟურნალისტი ტეილორ გლასბი ამბობს, ის თავისუფალი სულის ადამიანი იყო. 

"ის ერთ-ერთი იყო კორეული პოპის აიდოლებს შორის, რომელმაც გადაწყვიტა, ისე ეცხოვრა, როგორც თავად სურდა და ხშირად საზოგადოდ მიღებულ სტანდარტებს ვერ ერგებოდა". 

სამხრეთ კორეაში პოპ მომღერლებს აიდოლებს, ანუ კერპებს ეძახიან. 

"მათთვის ყველაფერი არის გარეგნობა, ყველა დეტალი კონტროლდება, მაგრამ ის ასე არ იქცეოდა. ის უბრალოდ იყო ისეთი, როგორიც იყო". 

სოლი თავისი წინააღმდეგობებით იყო ცნობილი. ის თამამად ეუბნებოდა თავის ფანებს, რომ მათ ჰქონდათ არჩევანი, თუ როგორ წარმოეჩინათ თავიანთი სხეულები. 

მომღერალი "არა ბიუსტჰალტერის" სკანდალში ფიგურირებდა - ის საზოგადოების წინაშე ბიუსტჰალტერის გარეშე არაერთხელ გამოჩნდა, რის გამოც სოციალ მედიაში ძალიან დიდი რაოდენობით უარყოფითი კომენტარი დაიმსახურა. მისი პირველი ასეთი ფოტო ინსტაგრამზე 2016 წელს გამოჩნდა. 

ასევე, ინსტაგრამზე ერთ-ერთ ლაივში მისი მკერდი შემთხვევით გამოჩნდა, რამაც კიდევ ერთხელ გამოიწვია ფანების მხრიდან დაცინვა და აგრესია. 

View this post on Instagram

오늘 왜 신나?

A post shared by 설리가진리 (Sulli) (@jelly_jilli) on

სოლი კიდევ ერთი მომღერლის, ჯონჰიუნის მეგობარი იყო, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით 27 წლის ასაკში, 2017 წლის დეკემბერში.

კომენტარები