ხობში, სახლში აფეთქების შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მამაკაცი თბილისის დამწვრობის ცენტრში გარდაიცვალა. რაც შეეხება დანარჩენ ოთხ პაციენტს, დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის გუგა ქაშიბაძის თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. პაციენტები ერთი ოჯახის წევრები არიან, აქედან ერთი - ბავშვი. წინასწარი ინფორმაციით, მათ ცეცხლის დასანთებად, შეცდომით, ნავთის ნაცვლად ბენზინი გამოიყენეს. სწორედ ამის შედეგად მოხდა აფეთქება.
"ხუთივე პაციენტი კრიტიკული დამწვრობით შემოიყვანეს. დღეს გამთენიისას ერთ-ერთი მამაკაცი გარდაიცვალა. დანარჩენი 4 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია და დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან“, - თქვა ქაშიბაძემ.





