პრემიერის ვიზიტი ბრიუსელში

პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება უმაღლესი დონის პირველი შეხვედრა საქართველოს მთავრობისა და ევროკომისიის წევრების მონაწილეობით. პრემიერმინისტრი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს და ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან კლოდ იუნკერს შეხვდება.

 „ეს არის სპეციალურად შექმნილი ფორმატი საქართველოსთვის, რათა ჩვენ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად შევძლოთ დავსახოთ ახალი გზები და ახალი მიზნები, თუ როგორ უნდა დავუახლოვოთ უფრო მეტად საქართველო ევროპას. ჩვენ ასე ახლოს ევროსტრუქტურებთან არასოდეს ვყოფილვართ, შესაბამისად, ეს არის ისტორიული შანსი, რომელიც უნდა გამოვიყენთ. ამასთან ერთად ჩვენ გვექნება თემატური განხილვები ყველა მიმართულებით, თუ როგორ შევქმნათ ახალი შესაძლებლობები და პერსპექტივები სხვადასხვა მიმართულებებში, მათ შორის, ეკონომიკაში, სოფლის მეურნეობაში, განათლების სფეროში. ჩვენ გვაქვს კონკრეტული წინადადებები, რომელსაც ჩავუტანთ ჩვენს ევროპელ კოლეგებს, თუ როგორ შეიძლება ჩენი ინტეგრაციის პროცესი გავხადოთ კიდევ უფრო ეფექტური, დავაჩქაროთ და მივიღოთ უფრო მეტი კონკრეტული შედეგები ჩვენი მოქალაქეებისთვის." - ამბობს პრემიერი.

კომენტარები