პრემიერის ვიზიტი ბრიუსელში

პრემიერი ევროკომისარ ქრისტოს სტილიანიდისს შეხვდა

პრემიერის პრესსამსახური

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისარს ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში, ქრისტოს სტილიანიდისს შეხვდა. პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, ევროკომისარი რუსეთის მიერ აფხაზეთსა და ცხინვალთან მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების შესაძლო გაფორმებით შეშფოთებულია.

პრესსამსახურისვე ცნობით, პრემიერმა ევროკომისარს აღნიშნულ საკითხზე მთავრობის პოზიცია გააცნო და განაცხადა, რომ ეს საქართველოსთვის მიუღებელია.

"ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის, ეფექტური არაღიარების პოლიტიკის, ევროკავშირის მონიტორინგის მისიის შენარჩუნებისა და ჟენევის დისკუსიებში აქტიური მონაწილეობისთვის ევროკავშირს მადლობა გადაუხადა. საუბარი ასევე შეეხო კონფლიქტის ზონის მიმდებარე სოფლებში არსებულ ვითარებას", - ვკითხულობთ პრესრელიზში.

კომენტარები