სამწუხაროდ, სამეგრელოში უფრო ხშირად უნდა ვიყო და ამის საშუალება უნდა მქონდეს. უფრო მეტსაც გეტყვით, მთავრობის სხვა წევრებიც უფრო ხშირად უნდა იყვნენ სამეგრელოში და ამას ძაან მარტივი ახსნა აქვს - სამეგრელო არის უმნიშვნელოვანესი კუთხე და რეგიონი, პირველ რიგში, მის მნიშვნელობას განაპირობებს საოკუპაციო ხაზი, რომელიც სულ რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. ამ კონტექსტიდან გამომდინარე, არჩევნებიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, უსაფრთხოებაც. ის, რომ ეს არჩევნები მშვიდ, დემოკრატიულ ვითარებაში უნდა ჩატარდეს, ესეც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს და სხვა რეგიონებთან შედარებით, შეიძლება ოდნავ უფრო ხშირად მიწევს აქ ყოფნა. გპირდებით, რომ არჩევნებს რომ დავასრულებთ, კიდევ უფრო ხშირად ვიქნები ხოლმე აქ.
გიორგი გახარია
გახარია: სხვებიც უფრო ხშირად უნდა იყვნენ სამეგრელოში, საოკუპაციო ხაზი რამდენიმე კილომეტრშია
tbl.ge/39p5
დაკოპირდა

შინაგან საქმეთა მინისტრი პასუხობს კითხვას სამეგრელოში მის ხშირ ვიზიტებთან დაკავშირებით.
ამავე თემაზე
- გახარია: როცა მშვიდობიან რევოლუციაზე ლაპარაკობ, შენ პროტესტის დელეგიტიმაციას ახდენ
- გოგიჩაიშვილი: ამ მოცემულობაში გახარიას ჩამოსვლა არ იქნება სწორი და რელევანტური
- გახარია: საქართველოში დაბრუნებას ვაპირებ - ჯერჯერობით, ვიზიტები კიდევ დაგეგმილი მაქვს
- გახარია: არანაირი ლეგიტიმაცია ამ პარლამენტს არ აქვს ჩვენგან და არც მომავალში ექნება
- გახარია: გავუფრთხილდეთ 31 მარტის მონაპოვარს და ერთად დავდგეთ ამ მონაპოვარის დასაცავად




