ხანძარი

ხობში სახლში გაჩენილ ხანძარს 85 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

ხობში, სოფელ ქვემო ქვალონში, სახლში გაჩენილ ხანძარს 85 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ერთსართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. დამწვარია 6 კვ.მ ფართობი.

ადგილზე მობილიზებული იყო 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

კომენტარები