განათლების სამინისტრო

სამინისტრო საჯარო სკოლებს: დროულად უზრუნველყავით შენობების გათბობა

thedailysheeple.com

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო რეკომენდაციით მიმართავს საჯარო სკოლებს, დროულად უზრუნველყონ შენობების გათბობა.

"ხარისხიანი განათლების და საგაკვეთილო პროცესის შეუფერხებლად და სრულყოფილად წარმართვისთვის, სკოლაში შესაბამისი გარემოს არსებობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.  

შესაბამისად, სამინისტრო, კიდევ ერთხელ რეკომენდაციით მიმართავს საჯარო სკოლებს, ცივი ამინდებიდან გამომდინარე, დროულად უზრუნველყონ სკოლის შენობის გათბობა, რათა მოსწავლეებს გაკვეთილებზე დასწრების და მეცადინეობის შესაძლებლობა შეუფერხებლად მიეცეთ" - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები