არჩევნები 2018

გაბაშვილი ბილბორდებზე: წაგებული თამაშია, როცა საპრეზიდენტო კანდიდატის გრცხვენია

ახალ ბილბორდებზე, დამოუკიდებელი, ზეპარტიული პირველი ქალი კანდიდატი ერთობ უცნაურად გამოიყურება, ვერავინ ვერ ცნობს მას. ეს ხუმრობით. სერიოზულად რომ ვთქვათ, ეს არის აბსოლუტურად წაგებული თამაში, როცა საპრეზიდენტო კანდიდატის გრცხვენია. რცხვენიათ თავისი საპრეზიდენტო კანდიდატის. იციან მის მიმართ განწყობა ქართველი ხალხის. ასეთ ვითარებაში სწორია საერთოდ კანდიდატურის მოხსნა, მაგრამ თვითონ ამას არ გააკეთებენ და არ გააკეთეს, რა თქმა უნდა, 28 ნოემბერს ხალხი მიიღებს გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ ეს არის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, რომლისაც რცხვენია საკუთარ პარტიას, რომელმაც ის წარადგინა და ცდილობს, სხვა სახეებით გადაფაროს მისი კამპანია. 

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ევროპული საქართველო - თბილისის" თავმჯდომარე, გიორგი გაბაშვილი საარჩევნო ბილბორდების ნაწილზე სალომე ზურაბიშვილის ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი კობახიძის ფოტოებით ჩანაცვლებას გამოეხმაურა. დღეს დილიდან, გამოჩნდა ქართული ოცნების მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო ბილბორდები, რომლებზეც სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად, ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე არიან გამოსახულები.

კომენტარები