Marvel

Marvel-ის კომიქსების ავტორი სტენ ლი ახალი სუპერგმირის შექმნაზე მუშაობდა

ლეგენდარული ამერიკელი მწერალი, პროდიუსერი და Marvel-ის კომიქსების ავტორი სტენ ლი, გარდაცვალებამდე ახალი სუპერგმირის შექმნაზე მუშაობდა. ამის შესახებ სტენ ლის ქალიშვილმა ჯეი სიმ TMZ-თან საუბარში თქვა

მისი თქმით, ახალი გმირი Dirt Man თავად გამოიგონა და მამა მის შექმნაში ეხმარებოდა. 

"მთელი ცხოვრება ვოცნებობდი, რომ მამასთან ერთად სუპერგმირი შემექმნა. მან სურვილი შემისრულა. ჩვენ ერთად ვმუშაობდით გმირზე, რომელსაც Dirt Man დავარქვით",- ამბობს ჯეი სიმი. 

მისივე თქმით, ახალ გმირზე მუშაობა ჯერ არ დასრულებულა, თუმცა საინტერესოა. 

დეტალები გასაიდუმლოებულია, თუმცა სიმი იმედოვნებს, რომ პროექტს განავითარებს და ვინმე ფილმსაც გადაიღებს ახალ სუპერგმირზე

ლეგენდარული სტენ ლი 12 ნოემბერს, 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან კომიქსებისთვის​ ისეთი გმირები შექმნა, როგორიცაა, რკინის კაცი, იქს-ადამიანები, ადამიანი ობობა, ჰალკი, დოქტორ სტრეინჯი და სხვა

კომენტარები