ბერა ივანიშვილი

ბერა: ზომიერება ჩემი ოჯახის დაუწერელი კანონია

ახლა მივმართავ მათ, ვისი გონებაც ბოღმითა და შურით არ არის შებინდული და ვისაც უბრალოდ მავანთა პოლიტიკურმა ანგაჟირებამ სიმართლე არ დაანახა. დავიწყებ იმით, რომ ეკლესიიდან არც არავინ გამოუძევებიათ და არც არავისთვისთვის ლოცვა არ აუკრძალავთ. ეს უბრალოდ უტიფარი ტყუილია, რომელიც მის გამავრცელებელთა სინდისისთვის მიმინდვია. ჩემმა აწ უკვე მეუღლემ კი, ეკლესიაში მოსვლა 20 წუთით დააგვიანა, მხოლოდ იმიტომ, რომ საცობში მოხვდა. შესაბამისად, იოლი მისახვედრია, რომ ჩვენი მანქანების გასატარებლად, ქალაქში გზები არავის გადაუკეტავს. 

არც ქორწილის მომზადებას და განსაკუთრებით ყვავილების მორთვას მოჰყოლია იმ თანხის ხარჯვა, რაზედაც ასე აპელირებდნენ გაბოროტებული ადამიანები. ყველაფერი ზომიერების ფარგლებში იყო, ვინაიდან ზომიერება ჩემი ოჯახის დაუწერელი კანონია. და თუ იმ დღეს რამეში გამოიხატა ზომიერების დაკარგვა - მხოლოდ მეგობრულ ერთგულებაში, სიყვარულში, სიხარულსა და ერთად დგომაში.

ბერა ივანიშვილი თავის ქორწილის შესახებ, Facebook-ზე წერს.

კომენტარები