ბერა ივანიშვილი

BERA: მამაჩემის ირგვლივ აურა ჰგავდა იმას, როგორ ელაპარაკებოდნენ ძველად დიდებულ მეფეებს

მამაჩემს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში შეეძლო ეცხოვრა ისე, როგორც მოისურვებდა, იმდენი თაობის განმავლობაში, რამდენსაც მოინდომებდა. მას ყველაფერი ჰქონდა დასაკარგი, მაგრამ რას ნიშნავს, იყო კაცი? კარგი, შენი ოჯახი კარგადაა, შენი გარემოცვა კარგადაა, მაგრამ თუკი შენი ქვეყანა არ არის კარგად, არ შეგიძლია, თავად ბედნიერი იყო. 

და იქამდე მამაჩემის ირგვლივ იყო ასეთი აურა... ცუდად არ გამიგოთ, ეს ისევ ასეა და სამუდამოდ ასე იქნება, მამაჩემის ირგვლივ იყო აურა, რომელშიც მისი სახელის ხმამაღლა ხსენებაც კი არ შეიძლებოდა. ეს დაახლოებით იმას ჰგავდა, თუ როგორ ელაპარაკებოდნენ ძველად დიდებულ მეფეებს. 

და მე მჯერა, რომ ერთ-ერთი ყველაზე საგმირო ქმედება ისაა, რაც მან პოლიტიკაში გააკეთა. მაგრამ პოლიტიკაში მყოფი სულელებისა და კლოუნებისგან, ჩემთვის, როგორც შვილისთვის, გულდასაწყვეტია იმის ნახვა, რომ ახლა არსებობენ იდიოტები, რომლებსაც შეუძლიათ, თავს უფლება მისცენ, თქვან რამე მამაჩემზე, ან გააკრიტიკონ მისი ქმედებები.

ქართული ოცნების ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის შვილი, მუსიკოსი ბერა ივანიშვილი ამის შესახებ გამოცემა WIRED-ს ესაუბრა. სტატია, სათაურით, "საქართველოს პრინცი Instagram-ზე ძალიან პოპულარულია" 27 აგვისტოს გამოქვეყნდა.

კომენტარები