ხორავას ქუჩის საქმე

კალაძე ხორავას ქუჩის საქმეზე: პარტიებს არ მივცემ უფლებას, ეს ტრაგედია გამოიყენონ

სამწუხაროა, რომ წინასაარჩევნო ბატალიების ფონზე ხდება ყველა თემის არასწორად ინტერპრეტაცია, პოლიტიკური პროცესების ქაოსად ინტერპრეტაცია და მითუმეტეს, მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანების ამ მიზნებისთვის გამოყენება.

ჩვენდა სამარცხვინოდ, ამ ქვეყნის პოლიტიკისთვის უკვე სამწუხარო ტრადიციად იქცა მსგავსი ამორალური ქმედებები.

კიდევ ერთხელ მწუხარებას გამოვხატავ ხორავას ქუჩაზე ტრაგიკული მოვლენების გამო, სრულად ვიზიარებ ოჯახის ტკივილს და ვიდრე მე თბილისის მერი ვარ, პოლიტიკურ პარტიებს არ მივცემ უფლებას, გამოიყენონ ეს ტრაგედია საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის

თბილისის მერმა კახა კალაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "აქციის მონაწილეებს, რა თქმა უნდა, უფლება აქვთ მშვიდობიანი პროტესტი გამოხატონ იქ, სადაც სურთ და რა ფორმითაც სურთ. ამის აკრძალვა ან დაშვება მერიის პრეროგატივა არასდროს ყოფილა და ეს ოპონენტებმა კარგად იციან".

კომენტარები