ბერა ივანიშვილი

სვეტიცხოველი, ბერა ივანიშვილის ჯვრისწერის გამო დროებით დაიხურა

ტვ პირველი

ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის ჯვრისწერის გამო, სვეტიცხოველში ვიზიტორებს არ უშვებენ. 

ის, რომ სვეტიცხოველში შესვლა მსურველებისთვის შესაძლებელი არაა, ტაბულას თვითმხილველებმა დაუდასტურეს. 

ერთერთი თვითმხილველი Facebook-ზე წერს, რომ ბერა ივანიშვილმა "სვეტიცხოველი დახურა", "მოკვდავები გამოაბრძანეს" და შიგნით არავის უშვებენ.


ჯვირსწერას პირდაპირ ეთერში გადმოსცემს ტელეკომპანია პირველი. ჟურნალისტები ცერემონიას სვეტიცხოვლის შესასვლელიდან ადევნებენ თვალს.

კომენტარები