აქცია ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად

ზაზა სარალიძე და მისი დედა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დაბრუნდნენ

ფორტუნა

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე "კარვებით ვიცავთ თავისუფლებას" ზაზა სარალიძე და მისი დედა დაბრუნდნენ. ისინი პოლიციასთან დაპირისპირების შემდეგ შეუძლოდ გახდნენ და სასწრაფო დახმარების მანქანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აქციაზე მივიდა მალხაზ მაჩალიკაშვილიც. ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი რუსთაველის გამზირზე დარჩენას აპირებენ. აქციის მონაწილეებმა 20-მდე კარავი გაშალეს.

თავდაპირველად პოლიცია აქციის მონაწილეებს კარვების დადგმის უფლებას არ აძლევდა, რის გამოც მოხდა ფიზიკური დაპირისპირება.

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამის ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად, პეტიცია შეიქმნა. მისი ავტორები თბილისის მერიას მიმართავენ - "უარს ვამბობ ნაძვის ხეზე, ვირჩევ ადამიანს".

კომენტარები