დესტაბილიზაციის მოწყობა რომ გვნდომოდა ჩვენ, 11 თვეა გარეთ ვდგავართ, აქამდე მოვაწყობდით და არ დაველოდებოდით ამ ნაძირალა ხელისუფლებას ამ საქმეების გაყალბება-გამოყალბებაში და ჩვენი შვილის მკვლელები იქნებოდნენ თავიანთ გზაზე გაყენებული. საპატრულო პოლიციის უფროსმა რომ განაცხადა, რაღაც საშიში ნივთიერებები შეიძლება აღმოჩნდეს კარვებშიო, შეიძლება მაგის კაბინეტში იდოს ატომური ბომბი, წავიდეთ და დავაკავოთ მაშინ. შეიძლებაზე ავაგოთ ყველაფერი? შეიძლება გახარიას კაბინეტში დევს ბომბი, რომელიც ცდილობს დესტაბილიზაციის მოწყობას ქვეყანაში, გამორიცხავს ვინმე? როგორც თვითონ არ გამორიცხავენ, ისე არ გამოვრიცხავთ ჩვენც. ასე რომ, ცოტა ტვინი დაატანონ და ისეთი განცხადებები გააკეთონ, ადგნენ, ჩვენი შვილების მკვლელები პასუხისგებაში მისცენ და აქ თუ დაგვინახავენ, მერე ილაპარაკონ რაც უნდათ.
აქცია ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად
სარალიძე: დესტაბილიზაცია რომ გვნდომოდა, 11 თვეა გარეთ ვდგავართ, აქამდე მოვაწყობდით
tbl.ge/38zu
დაკოპირდა

ზაზა სარალიძე ეხმარება შს მინისტრ გიორგი გახარიას, რომელმაც თქვა, რომ აქციებში დესტაბილიზაციის რისკს ხედავს.
ამავე თემაზე
- კობახიძე: შეკრების თავისუფლება ჩვენი ძლიერი მხარეა
- ფოფხაძე: ხომ შეიძლება ნაძვის ხეც იყოს და ადამიანმაც უზრუნველყოს გამოხატვის უფლება
- ბესელია: თუკი მოხდება გამოხატვის უფლების შეზღუდვა, შესაბამისად გაკეთდება განმარტებები
- წილოსანი: სარალიძის თემას დიდ ანტისახელმწიფოებრივ პროცესებში რთავენ
- მდინარაძე: არავის შევუზღუდავთ გამოხატვის თავისუფლებას, ეს ჩვენი სტილი არ არის