აქცია ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად

აქციაზე ზაზა სარალიძე შეუძლოდ გახდა, ის სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს

რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე ზაზა სარალიძე შეუძლოდ გახდა. ის სასწრაფო დახმარების მანქანით ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს.

შეუძლოდ გახდა ზაზა სარალიძის დედა მარინა ბრეგაძეც, რომელიც ასევე სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს.

რუსთაველის გამზირზე ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქცია ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. პოლიცია აქციის მონაწილეებს კარვების გაშლის უფლებას არ აძლევდა.

ამჟამად რუსთაველის გამზირზე გაშლილია რამდენიმე კარავი.

კომენტარები