გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა. სოფელ გურჯაანში შუახნის ქალს მსუბუქი ავტომანქანა იმ დროს დაეჯახა, როდესაც გზაზე გადადიოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო. ეს გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.





