პენსია

ხადური: 2016 წლის 1 სექტემბრიდან, მაღალმთიან რეგიონებში პენსია 216 ლარი იქნება

mof.ge

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის ინფორმაციით, მომავალი წლის პირველი სექტემბრიდან, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები პენსიონერების პენსია 216 ლარი იქნება. 

"ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტი ადამიანზე ზრუნვა და მისი მდგომარეობის გაუმჯობესებაა. ბიუჯეტის ხარჯების 1/3 ჯანდაცვის სამინისტროზე მოდის. ასევე, 180 ლარამდე იზრდება პენსია. კიდევ ერთ საინტერესო რიცხვს გეტყვით - მომავალი წლის პირველი სექტემბრიდან მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები პენსიონერებისთვის პენსია 216 ლარი იქნება", - თქვა ხადურმა.

პარლამენტმა აღნიშნული ბიუჯეტის პროექტი 83 ხმით მიიღო. პენსიებს ზრდა მაღალმთიანი ტერიტორიების კანონს უკავშირდება, ამავე კანონის მეშვეობით მაღალმთიან რეგიონებში არსებულ ბიზნესებს საგადასახადო შეღავათები დაუწესდებათ.

კომენტარები