ოთარ ფარცხალაძის საქმე

ხუხაშვილი ფარცხალაძეზე: ამას ჯობდა, ხელისუფლებას საერთოდ არ ჰქონოდა რეაგირება

პირველსა და მეორე ტურს შორის ეს ქმედებები ძალიან მიამიტ ადამიანებზე მოქმედებს. აქტიურ, პოლიტიკით დაინტერესებულ ადამიანებში ეს იწვევს გაღიზიანებას, მით უმეტეს, რომ ეს ნაბიჯები საკმაოდ უხარისხოა. იმ სახით, როგორც განვითარდა ფარცხალაძის ირგვლივ პროცესები, ამ სახით უკუშედეგი მიიღეს. ამ ტიპის რეაგირებას საერთოდ სჯობდა, რეაგირება არ მოეხდინათ. როდესაც საუბარია ძველი აქტივის დაბრუნებაზე და ამის საპასუხოდ მხოლოდ მოჭიდავეებს ვუყურებთ, ვფიქრობ, საქმე ნეგატივში მეტად მიდის, ვიდრე პოზიტივში. მე არ მინდა ვთქვა, რომ ხელისუფლებას რაღაცის შეცვლის სურვილი არ აქვს, მაგრამ ამ ყველაფერს აკეთებს უხარისხოდ და თანაც დაგვიანებით, რასაც ჯობდა საერთოდ არ გაეკეთებინა.

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ინტერპრესნიუსთან საუბარში აფასებს ლაშა თორდიას ცემის საქმეზე ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენას და მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას.

კომენტარები