ოთარ ფარცხალაძის საქმე

სააკაშვილი: ფარცხალაძე ერთი კონიაკის ფასად გაუშვეს გირაოთი, ასეთია მთავარი "პახანის" ტარიფი

ივანიშვილმა, რომელმაც გუშინ 800 ათასი ამომრჩეველი რევანშისტად გამოაცხადა, დაიწყო ახალი იაფასიანი ტრიუკების გამოგდება. ფარცხალაძე ერთი კონიაკის ფასად გაუშვეს გირაოთი. არა ივანიშვილის კორუფციის, არამედ აუდიტის ხელმძღვანელის ბარში ცემის საქმეზე. პარალელურად, ახალქალაქის მოძალადეები 3 000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს. ასეთია მთავარი "პახანის" ივანიშვილის დადგენილი ტარიფი ცემაზე. სწორედ, ივანიშვილის ჯიბეში წავიდა 3 მილიარდი ლარი საქართველოს მოქალაქეების ჯიბეებიდან, ბოლო ორი წლის განმავლობაში და ამ საქმეში, რა თქმა უნდა, იყენებდა ფარცხალაძეს, მაგრამ ეს ფული მაინც მთლიანობაში მასთან მიდიოდა და არა ფარცხალაძესთა. ველოდებით ახალ მსგავს ხუმრობებს ქუმსიშვილთან და 1-2 წვრილფეხასთან მიმართებაში. აბა, უჩას და თავად ბიძინას ვინ გაუბედავს. ივანიშვილს აქვს პრინციპი თავისთვის - "მე მინუს ყველა". ხოლო, ჩემი პრინციპია - ყველა მინუს ივანიშვილი!

დაწერა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ Facebook გვერდზე.

კომენტარები