დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი: პარიზში პუტინთან შეხვედრა, სავარაუდოდ, არ შედგება

Al Jazeera

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით პარიზში ვიზიტისას რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, სავარაუდოდ, არ შეხვდება.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა მოსკოვში ვიზიტის შემდეგ თქვა, რომ დონალდ ტრამპი და ვლადიმირ პუტინი პარიზში პირველი მსოფლიო ომის დასრულებიდან 100 წლისთავის აღნიშვნის ღონისძიებაზე შეხვდებოდნენ. ტრამპის თქმით ის დარწმუნებული არაა, რომ ეს შესაფერისი ადგილია პუტინთან შეხვედრისათვის.

"ჩვენ ჯერ არაფერი დაგვიგეგმავს. არ ვიცით, იქნება თუ არა ეს შესაფერისი ადგილი. მე პარიზში სხვა მიზეზებით ჩავდივარ, მაგრამ დიდი ოცეულის სამიტზე შეხვედრა შედგება, და, ალბათ, ამის შემდეგაც გვექნება შეხვედრები." უთხრა ტრამპმა ჟურნალისტებს.

დიდი ოცეულის სამიტი არგენტინაში 30 ნოემბრიდან პირველ დეკემბრამდე გაგრძელდება. ჰელსინკის სამიტის შემდეგ ეს ტრამპისა და პუტინის პირველი შეხვედრა იქნება პირისპირ. ისინი, სავარაუდოდ, აშშ-ის მიერ 1987 წლის შუალედური დამიზნების ბირთვული ძალების ხელშეკრულების დატოვების გადაწყვეტილებას განიხილავენ. ჯონ ბოლტონის თქმით მომდევნო წლისთვის ასევე იგეგმება ვლადიმირ პუტინის მიწვევა ვაშინგტონში.

კომენტარები