ოთარ ფარცხალაძის საქმე

თორდია ფარცხალაძეზე: შევცდი, ციხეში ჩასმაზე გადავაჭარბე მოლოდინს

შევცდი, ციხეში ჩასმაზე გადავაჭარბე მოლოდინს. 

მინიმუმ ორი მილიონი მხოლოდ ამ გარიგებიდან გამოღლიტა მერიას, ნუ, ჩემზე თავდასხმა გასაგებია და ბევრს არ ვისაუბრებ. 

ერთ დღეში ბრალის წაყენება, ჩუმად სასამართლოს გამართვა და 5000 ლარის შეფარდება რაღაა, თქვე კაი ხალხო?!

ყოფილი გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია ოთარ ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენას Facebook-ში ეხმაურება. თორდია გუშინ ვარაუდობდა, რომ ყოფილ პროკურორს "მცირე ხნით" ჩასვამდნენ ციხეში, თუმცა, დღეს ცნობილი გახდა, რომ ლაშა თორდიას ცემის საქმეზე ოთარ ფარცხალაძეს 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. ის არ დაუკავებიათ.

კომენტარები