ოთარ ფარცხალაძის საქმე

კაპანაძე ფარცხალაძის საქმეზე: ეს არის აგონიური ქცევა პირველიდან მეორე ტურის პერიოდში

ფარცხალაძისთის ბრალის წაყენება, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცით ზუსტად რაზე არის და რას ითხოვს პროკურატურა ძალიან ჰგავს ქართულ მულტფილმებში რომ არის, ბარტყის გადაგდებას ივანიშვილის მხრიდან. ისიც გაურკვეველია, არის თუ არა ბოლომდე გადაგდება. ეს არის უბრალოდ, სასოწარკვეთილი ადამიანის რაღაც აგონიური ქცევა პირველიდან მეორე ტურის პერიოდში. ანუ იმდენად შეშფოთდნენ ამ დამარცხების შედეგად, რომ ახლა ცდილობენ მოაჩვენონ საზოგადოებას, რომ რაღაც პრობლემებს გადაჭრიან და ესე იფიქრეს, რომ, აი, ფარცხალაძეს თუ ბრალს წავუყენებთ, ხალხი იფიქრებს, რომ აი, ებრძვიან ისინი კორუფციას და ა.შ. ამ დროს ეს საქმე ერთ წელიწადზე მეტი არის პროკურატურაში თაროზეა შემოდებული და ყველამ კარგად იცის ყველაფერი. ვიდეოზეა აღწერილი და არაფერი ამდენი ხანი ამას არ სჭირდებოდა.

ევროპული საქართველოს წევრი სერგი კაპანაძე ყოფილი მთავარ პროკურორის ოთარ ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენაზე. ყოფილი მთავარი აუდიტორის ლაშა თორდიას ცემის საქმეზე, ფარცხალაძეს სასამართლომ 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

კომენტარები