ოთარ ფარცხალაძის ბრალი

ფარცხალაძის საქმეზე განცხადება მთავარ პროკურატურაში 13:30 საათზე გაკეთდება

საქართველოს პროკურატურა

ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძისათვის ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურაში განცხადებას 13:30 საათზე გაკეთდება.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფარცხალაძეს ბრალი წარუდგინეს, მანამდე კი ის პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა, შსს-ს ინფორმაციით, "საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში".

ადვოკატ გაგი მოსიაშვილის ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლომ გუშინ საღამოს უკვე იმსჯელა და მას 5000 ლარიანი გირაო შეუფარდა. მოსიაშვილის ინფორმაციითვე, გირაოს შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა. 

ადვოკატის ინფორმაციით, ფარცხალაძეს ბრალი ყოფილი მთავარი აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემის საქმეზე წარედგინა.

 

კომენტარები