ოთარ ფარცხალაძის ბრალი

პირველი არხის ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძეს ბრალი წარუდგინეს

ოთარ ფარცხალაძე
შსს

პირველი არხის ინფორმაციით, ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს დღეს ბრალი წარუდგინეს.

პროკურატურაში ამ თემასთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ. 

ყოფილი მთავარი პრკურორი ოთარ ფარცხალაძე საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში დღეს პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა. ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას შსს-ში დაუდასტურეს. 

უწყებაში დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ და არ ამბობენ თუ რა საქმესთან დაკავშირებით იყო დაბარებული ყოფილი მთავარი პროკურორი პოლიციის განყოფილებაში. 

კომენტარები