ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეაში ქალების მიმართ სექსუალური ძალადობა ყოველდღიურობის ნაწილია

ჩრდილოეთ კორეაში კაცები ქალებზე მასობრივად ძალადობენ, ამის მიუხედავად ისინი არ ისჯებიან. 

ჰიუმენ რაითს ვოჩი (HRW) 62 ჩრდილოეთ კორეელი ქალის ინტერვიუზე დაყრდნობით ამბობს რომ ასეთი ძალადობა ჩვეული ცხოვრების ნაწილად იქცა.

მათი თქმით, ხშრად ძალადობა ღიად და შეუფარავად ვლინდება კაცების მხრიდან.

"მათ სექს სათამაშოებად მივაჩნივართ. ჩვენ კაცების მფარველობის ქვეშ ვართ", - ამბობს ოჰ ჯუნგჰი - "ზოგჯერ ღამ-ღამობით ტირი და არ იცი რატომ."

HRW-ს მიხედვით, ზოგი ქალი ამბობს რომ სექსუალური ძალადობა მათთვის ნორმალურად იქცა, არც უფიქრიათ, რომ ასეთი მოპყრობა უჩვეულო იყო. მათივე თქმით ძალადობა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა.

მოძალადეები შეიძლება იყვნენ მაღალი თანამდებობის პირები, ციხის მცველები, ჯარისკაცები და პოლიციელებიც კი. რესპოდენტები ამბობენ, რომ როდესაც ქალს ასეთი პირი აირჩევს, არჩევანი ცოტაა - ან პირდაპირი ძალადობის მსხვერპლი გახდეს, ან თავისივე ნებით დაემორჩილონ მას.

ერთი ქალი ყვება, რომ ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა ჩრდილოეთ კორეიდან გაქცევა დააპირა. ამ დროს პოლიციის ოფიცერმა დაიჭირა და წინასწარი პატიმრობის დაწესებულებაში გადაიყვანა.

"ჩემთან ძალიან ახლოს დაჯდა და... ასევე ის ფეხებს შორის შემეხო ...რამდენჯერმე, სხვადასხვა დღეს," - ამბობს პარკ იუნგ ჰე -"ჩემი სიცოცხლე მის ხელში იყო, ამიტომ ის გავაკეთე, რაც უნდოდა, სხვა რისი გაკეთება შემეძლო?"

HRW ჩრდილოეთ კორეას სთხოვს აღიაროს სექსუალური შევიწროების პრობლემა და მისი დანაშაულად განხილვა უზრუნველყოს.

“ამის შემდეგ ჩრდილოეთ კორეას არ შეუძლია თქვას, რომ სექსუალური ძალადობა იშვიათობაა. მათ ეს უნდა აღიარონ და პრობლემა მოაგვარონ. კიმ ჯონგ უნმა ეს უნდა შეაჩეროს, მან უნდა აღასრულოს კანონი", -ამბობს ჰიუმენ რაითს ვოჩის აღმასრულებელი დირექტორი კენეთ როთი.

კომენტარები