სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი: არჩევნების შემდეგ შეიქმნება კულტურის საბჭო

ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის თქმით, არჩევნების შემდეგ შეიქმნება კულტურის საბჭო. ამის შესახებ ზურაბიშვილმა კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას ისაუბრა.

"ეს ის დარგია, რაც არსებითად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, ეს არის მისი ღერძი. კულტურა სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების აუცილებელი პირობაა.

ბედნიერი ვარ, რომ დღეს კულტურის სფეროს სახელოვანი წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ჩვენ ვისაუბრეთ, რომ არჩევნების შემდეგ შეიქმნება კულტურის საბჭო და ერთად დავიწყებთ კულტურის დარგის მთავარი პრიორიტეტების განსაზღვრას, გამორკვევას იმისას, რა უნდა გააკეთოს პრეზიდენტმა, რომ იყოს მათი წარმომადგენელი აღმასრულებელ თუ საკანონმდებლო ხელისუფლებასთან, რომ თავის ადგილას დადგეს საქართველოში კულტურა." - თქვა ზურაბიშვილმა.

კომენტარები