დონალდ ტრამპი

ტრამპი ტედ კრუზზე: ის "მატყუარა ტედი" აღარაა, ის "მშვენიერი ტედია"

დონალდ ტრამპი, მელანია ტრამპი და ტედ კრუზი
Getty Images

დონალდ ტრამპი შუალედურ არჩევნებში ტეხასის სენატორის, დეტ კრუზის მხარდასაჭერად ჰიუსტონში ჩავიდა.

საპრეზიდენტო არჩევნების დროს ტრამპი ტედ კრუზს, რომელიც მაშინ ასევე იბრძოდა რესპუბლიკური პარტიიდან ნომინაციის მოპოვებისათვის, მკაცრად აკრიტიკებდა. ჟურნალისტების შეკითხვაზე, რა აზრისაა ის ახლა ტედ კრუზზე, მან თქვა, რომ საკუთარ გამონათქვამებს არ ნანობს, თუმცა კრუზს ახალი მეტსახელი შეურჩია:

"ის "მატყუარა ტედი" აღარაა, ის "მშვენიერი ტედია"." უთხრა ტრამპმა ჟურნალისტებს.

2016 წელს ტრამპმა ისიც თქვა, რომ ტედ კრუზის მამა რაფაელ კრუზი ჯონ კენედის მკვლელობაშია გარეული და ლი ჰარვი ოსვალდის თანამზრახველი იყო.

"არაფერს ვნანობ." თქვა ტრამპმა ამ ბრალდების შესახებ.

ტეხასის შტატში კრუზის ოპონენტი დემოკრატი ბეტო ო'რურკია.

კომენტარები