ოკუპირებული ყირიმი

ოკუპირებული ყირიმის კოლეჯში დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, თავდამსხმელი 18 წლის ბიჭია

Kerch.fm

ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე, ქერჩის სრუტესთან მდებარე ტექნიკურ კოლეჯში თავდასხმა 18 წლის ვლადისლავ როსლიაკოვმა მოაწყო.

არსებული ცნობით, მან სკოლის კაფეტერიაში ჯერ-ჯერობით დაუდგენელი მოწყობილობა ააფეთქა, ცეცხლსასროლი იარაღიდან სტუდენტებს ცეცხლი გაუხსნა და შემდეგ თავი მოიკლა.

თავდასხმის შედეგად სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულთა რიცხვი 50-ს აღემატება. მათი უმრავლესობა მოსწავლეები არიან.

ჯერ-ჯერობით უცნობია თავდასხმის მოტივი. კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა მომხდარი ტერორისტულ თავდასხმად შეაფასა, თუმცა უახლესი ცნობების მიხედვით საგამოძიებო კომიტეტმა საქმე მასობრივ მკვლელობად გადააკვალიფიცირა.

კომენტარები