დონალდ ტრამპი

ტრამპს პრინცის მემკვიდრეები სთხოვენ, აქციებზე Purple Rain-ის გამოყენება შეწყვიტოს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, პრინცის სამართალმემკვიდრეებმა მიმართეს, რომ აქციებზე გარდაცვლილი მუსიკოსის, პრინცის, მუსიკის გამოყენება შეწყვიტოს. მათი თქმით, არც პრეზიდენტისთვის და არც თეთრი სახლისთვის ნებართვა მუსიკის გამოყენებაზე არასოდეს მიუციათ. ცოტა ხნის წინ მისისიპიში ჩატარებულ ტრამპის აქციაზე პრინცის Purple Rain გაუშვეს. 

წარსულში, დონალდ ტრამპს მისი მუსიკის გამოყენებაზე უარი ნილ იანგმა უთხრა. პრეზიდენტს ცოტა ხნის წინ თხოვნით მიმართა სტივენ ტაილერმაც, რომ მას აქციებზე Aerosmith-ის მუსიკის გაშვება შეეწყვიტა.

 

კომენტარები