ოკუპირებულ აფხაზეთში 2 რუსი ე.წ მესაზღვრე დაიღუპა.
„აფხაზია ინფორმის“ ცნობით, უაზის მარკის მანქანას, რომელშიც ისინი ისხდნენ, ევკალიფტის ხე დაეცა. შემთხვევა გულრიფშის სოფელ აგუძერას სიახლოვეს მოხდა.
"აფხაზია ინფორმისვე" ინფორმაციით, მესამე ე.წ. მესაზღვრე ქალა ტვინის მძიმე დაზიანებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. მის მდგომარეობას ექიმები უკიდურესად მძიმედ აფასებენ. ისინი ვითარებას დააკვირდებიან, რის შემდეგაც მიიღებენ გადაწყვეტილებას დაზარალებულის რუსეთში გადაყვანის შესახებ.





