სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიიდან რუსმა ოკუპანტებმა 37 წლის ქალი გაიტაცეს.
როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ტაბულას უთხრეს, "ის ე.წ საზღვრის უკანონო კვეთისთვის არის დაკავებული, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი"
ოჯახს ჯერჯერობით არავინ დაკავშირებია.