საქსტატმა დღეს 2018 წლის აგვისტოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გამოაქვეყნა. ოფიციალური მონაცემებით, ამ თვეში საქართველოს ეკონომიკა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მხოლოდ 2%-ით გაიზარდა. ეს 2018 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი ზრდის მაჩვენებელია. შედეგად 2018 წლის რვა თვის ეკონომიკური ზრდა 4.8%-ს შეადგენს.
თვეების მიხედვით ეკონომიკური ზრდა ასე გამოიყურება:
- იანვარი - 4.4%
- თებერვალი - 5.5%
- მარტი - 5.6%
- აპრილი - 6.5%
- მაისი - 7.5%
- ივნისი - 4%
- აგვისტო - 2%
- საშუალო - 4.8%
ეკონომიკური ზრდის შემცირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა საქართველოს კერძო სექტორის ბრუნვის შემცირებულმა ზრდამ. აგვისტოსში დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა 6.1 მილიარდ ლარს შეადგენდა, რაც 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8%-ით გაიზარდა, მაშინ როდესაც სხვა თვეებში დღგ-ს ბრუნვის ზრდა საშუალოდ 14%-ს მაინც შეადგენდა.
საქსტატის მონაცემები წინასწარია და ის ეკონომიკის კონრეტულ სექტორებში არსებულ ზრდებს განცალკევებულად არ ასახავს, შესაბამისად ამ დროისთვის უცნობია ეკონომიკის რომელ სექტორებში შემცირდა ზრდა.

ფოტო: საქსტატი
2017 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზარდა. 2016 წელს ეკონომიკური ზრდა 2.7%-ს შეადგენდა.
საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2010 წლიდან მოყოლებული საშუალოდ 6.1%-ს შეადგენდა, თუმცა, 2013 წლიდან მისი ტემპი დამუხრუჭდა და დაგეგმილი 6%-ის ნაცვლად 3.3% შეადგინა. 2014 წელს მთავრობას 5%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა, ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესების გამო, მან 0.4%-ით ნაკლები შეადგინა. 2015 წელს კი, ეკონომიკური ზრდა 2.8% იყო, რაც მთავრობის გეგმას 0.8%-ით ჩამორჩებოდა.





