ჟერარ დეპარდიე

ჟერარ დეპარდიეს რუსეთის შემდეგ, თურქეთის მოქალაქეობის მიღებაც სურს

ფრანგ მსახიობს ჟერარ დეპარდიეს რუსეთის მოქალაქეობის მიღების შემდეგ სურს, თურქეთის მოქალაქეც გახდეს. ამის შესახებ Hurriyet წერს.

"ქვეყანაში ოქტომბერში ჩავალ და ამ საკითხზე ქვეყნის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს დაველაპარაკები",- თქვა დეპარდიემ ფხენიანში ვიზიტის დროს. 

69 წლის მსახიობი ფხენიანში კორეა-საფრანგეთის მეგობრობის ასოციაციის წევრებთან ერთად იყო.

2012 წლის დეკემბრის დასაწყისში ჟერარ დეპარდიე მაღალი გადასახადების გამო საფრანგეთიდან ბელგიაში გადავიდა საცხოვრებლად. 

2013 წელს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჟერარ დეპარდიეს რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭა. ბრძანების თანახმად, დეპარდიემ რუსეთის პრეზიდენტს თავად მიმართა მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით. 

2012 წლის დეკემბერში პუტინი ფრანგ მსახიობს რუსეთის მოქალაქეობის მიღებაში დახმარებას დაჰპირდა. დეპარდიესთვის მოქალაქეობის მინიჭების შესახებ ბრძანებას კი 2 იანვარს მოაწერა ხელი. რუსეთის მოქალაქეობის გარდა, მას ასევე აქვს ალჟირის პასპორტი.

კომენტარები