დევიდ ლინჩი

დევიდ ლინჩი: ქართულ პოლიფონიურ მუსიკას ვუსმენ

flickr.com

Frieze-მა რეჟისორ დევიდ ლინჩთან ბლიც-ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ის ამბობს, რომ ქართულ პოლიფონიურ მუსიკას უსმენს.

ვისი სურათები გაქვთ თქვენ სამუშაო სივრცეში?

ჰიერონიმუს ბოშჩი, მარტინ ლუთერ კინგ უმცროსი და ელვისი. 

პირველი ხელოვნების ნიმუში, რომელმაც თქვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა?

ფრენსის ბეიკონის ნახატი, რომელიც ნიუ-იორკში მალბოროს გალერეაში ვნახე 1966 წელს. 

რომ გქონდეთ მხოლოდ ერთი არჩევანი, რომელ ხელოვნების ნიმუშთან ერთად იცხოვრებდით?

...

რის ცოდნას ისურვებდით?

კითხვაზე პასუხის. 

ხელოვნების ნიმუშების სახელწოდებებიდან რომელი მოგწონთ ყველაზე მეტად?

ახლა, ალბათ: მე მოზარდი მწერი ვიყავი.

რა უნდა შეიცვალოს?

რკინა ოქროთი.

რა უნდა დარჩეს?

ოქრო.

რით დაკავდებოდით, რომ არა ის, რითაც ახლა ხართ დაკავებული?

ქირურგიით

რა მუსიკას უსმენთ?

ქართულ პოლიფონიურ მუსიკას.

რას კითხულობთ?

მეილებს.

ვიზუალურად რა მოგწონთ?

ორგანული ფენომენები.

ამერიკელი რეჟისორი საქართველოში გასული წლის ნოემბერში ჩამოვიდა. პრესკონფერენციაზე მან თქვა, რომ ქვეყანაში "საერთაშორისო კინემატოგრაფიული უნივერსიტეტის" გახსნასაც გეგმავს.

 

კომენტარები