დევიდ ლინჩი

დევიდ ლინჩმა საპროტესტო აქციებს მხარი დაუჭირა

ლეგენდარული რეჟისორი დევიდ ლინჩი აშშ-ის ტერიტორიაზე მიმდინარე მასიურ საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა.

ყოველკვირეულად ლინჩი ლოს-ანჯელესის მაცხოვრებლებს ამინდის პროგნოზს აცნობს. უკანასკნელ ვიდეოში რეჟისორმა ამინდზე ისაუბრა და ოთახიდან გავიდა, კადრში პოსტერი წარწერით "Black Lives Matter, მშვიდობა, სამართლიანობა, შიშის გარეშე" ჩანს.

46 წლის აფროამერიკელი მამაკაცი ჯორჯ ფლოიდი, მინიაპოლისში დაკავების დროს გარდაიცვალა. ინციდენტს ამერიკის ათობით ქალაქში საპროტესტო აქციები მოჰყვა.

კომენტარები