დევიდ ლინჩი

ლინჩი წერს, რომ მიუხედავად ქრონიკული დაავადებისა, "პენსიაზე არასდროს გავა"

დევიდ ლინჩი
GLENN HUNT/GETTY IMAGES

დევიდ ლინჩის თქმით, მიუხედავად დიაგნოზისა, საქმიანობისთვის თავის დანებებას არ აპირებს - ამის შესახებ ამერიკელმა რეჟისორმა X-ის საკუთარ ანგარიშზე დაწერა.

ლინჩი ამბობს, რომ ფილტვის ქრონიკული დაავადების - ემფიზემას გამომწვევი მიზეზი სიგარეტის ხანგრძლივი მოხმარებაა.

"ქალბატონებო და ბატონებო,

დიახ, სიგარეტის ხანგრძლივი მოხმარების გამო ემფიზემა მაქვს. უნდა ვთქვა, რომ სიგარეტის მოწევა ძალიან მომწონდა და თამბაქო მიყვარს - მისი სუნი, სიგარეტის მოკიდება ცეცხლიდან, მოწევა - თუმცა, მსგავსი სიამოვნებისთვის საფასური უნდა გადაიხადო და ჩემ შემთხვევაში საფასური ემფიზემა აღმოჩნდა. უკვე ორი წელია სიგარეტის მოწევას შევეშვი. ახლახან, ბევრი ტესტი გავიკეთე და კარგი ამბავი ის არის, რომ შესანიშნავ ფორმაში ვარ, მიუხედავად დიაგნოზისა. სიხარულით აღსავსე ვარ და არასდროს ვაპირებ პენსიაზე გასვლას.

მინდა ყველამ იცოდეთ, რომ ვაფასებ თქვენს წუხილს." - წერს ლინჩი სოციალურ ქსელში.
 
რეჟისორმა თავდაპირველად გამოცემა Sight and Sound-თან განაცხადა, რომ ფილტვის ქრონიკული დაავადება აქვს. მაშინ მან თქვა, რომ "მოსწონს თუ არა, სახლში უნდა იყოს", განსაკუთრებით კი კორონავირუსის პირობებში, რაც მისივე თქმით, გადასაღებ მოედანზე ყოფნაში ხელს უშლის.

კომენტარები