ნინო ბურჯანაძე

ნინო ბურჯანაძე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს

ნინო ბურჯანაძე
democrats.ge

დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი, ნინო ბურჯანაძე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს.

ბურჯანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ დადგმულ "ფარსში" მონაწილეობას არ მიიღებს.

მისი თქმით, ის დღეიდან საკუთარ გუნდთან ერთად მოემზადება საპარლამენტო არჩევნებისთვის. 

„ვაცხადებ, რომ არ ვაპირებ ივანიშვილის მიერ დადგმულ ფარსში მონაწილეობის მიღებას და ჩემი თანამოაზრეების ამ ფარსში ჩართვას. დღეიდან ვიწყებთ ბრძოლას საპარლამენტო არჩევნებისათვის და ხელისუფლებაში მოსვლისთვის",- თქვა ბურჯანაძემ.

ბურჯანაძის თქმით, ის აპირებს შექმნას ისეთი ძალა, რომელიც ქვეყანაში არსებულ რეალობას შეცვლის. 

"შევქმნი ძალას, რომელიც არ დაუშვებს საპარლამენტო არჩევნების ასეთ გარემოში ჩატარებას და ივანიშვილის მონა პარლამენტის მიღებას. მე შევქმნი ძალას, რომელიც აიძულებს ხელისუფლებას ან შეცვალოს საარჩევნო გარემო და ჩაატაროს დემოკრატიული არჩევნები, ან მოშორდეს ხელისუფლებას. მე შევქმნი ასეთ ძალას, დიახ, ჩვენ შევცვლით ამ ხელისუფლებას. ოღონდ ამისათვის, რა თქმა უნდა, გადამწყვეტია ის, რომ საზოგადოება ამ ბრძოლისთვის მზად იყოს და დაგვიდგეს გვერდში",- აღნიშნა მან.

კომენტარები