ნინო ბურჯანაძე

რუსული მედია: ბურჯანაძემ კოსაჩევს გავრილოვის ღამის გამო ბოდიში მოუხადა

ნინო ბურჯანაძე
democrats.ge

ნინო ბურჯანაძემ რუსეთში ვიზიტისას რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან კონსტანტინ კოსაჩევთან შეხვედრაზე გავრილოვის ვიზიტის შემდეგ საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო ბოდიში მოიხადა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

"არ მეშინია ბოდიშის მოხდის ამ აბსოლუტურად საშინელი ინციდენტის გამო. ბოდიშს გიხდით, რომ გაწყვეტინებთ, მაგრამ ვერ დაგასრულებინებთ საუბარს, სანამ ბოდიშს არ მოვიხდი, იმიტომ, რომ მიმაჩნია, რომ ეს არის პირველ რიგში ქართველი ხალხის, ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფა." თქვა ბურჯანაძემ TACC-ის მიხედვით.

ბურჯანაძე რუსეთში ვიზიტით რამდენიმე დღეა იმყოფება. მისი თქმით ვიზიტის ფარგლებში საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი ყველა შეხვედრაზე ახსენა. ის ამბობს, რომ აქვს იმის ფიქრის საფუძველი, რომ დაკავებული ექიმი მალე სახლში იქნება.

კომენტარები